• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

"უნგრელებმა ექსკურსიაზე ღვთისმშობლის ხატი მაჩვენეს... უნგრეთი მარიამს შეხვდა წილადო. სხვა ქვეყნები რომ გადანაწილდა, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი მფარველი გამოგვიჩნდაო"...

საქართველოში ღვთისმშობლის წილხვდომილების დღესთან დაკავშირებით, ინტერნეტ-მომხმარებელი სალომე ხვადაგიანი ისტორიას იხსენებს, რომელმაც ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"უნგრელებმა ერთი წლის წინ ექსკურსიაზე წამიყვანეს, ახლა რომ სახელი არ მახსოვს იმ ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა - ღვთისმშობლის ხატი მაჩვენეს.

რითია ასე ღირშესანიშნავი-მეთქი ვიკითხე. ლამაზი და მოოჭვილი ნამდვილად იყო.

ესო იმიტომო, რომ უნგრეთი მარიამს შეხვდა წილადო. სხვა ქვეყნები რომ გადანაწილდა ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი მფარველი გამოგვიჩნდაო.

ვუყურებ გაშტერებული, მეთქი ვისაა ბიჭო, ამხელა წილხვდომილი ქვეყნიდან ვარ ბოლობოლო.

ახლა ვფიქრობ ჩავაკითხო იმათ და ვუთხრა "იიიიიშ, ჩვენ დღეც კიდო გვაქვს, გასკტით გულზე!"

პ.ს. უნგრელების ამ თქმაზე არაუნგრელებმა რომ ჩაიცინეს, ბოდიშის მოხდით, აი თქვენზე კი არ ვიცინით, ისე გაგვახსენდა რაღაცო, ყველას ერთადო, რა დამთხვევააო, ეგ სირცხვილი მეტია, თუ მამუკა ბახტაძის გამოსვლას რომ თარგმნიან და დიპლომატები გადაფიჩინდებიან ის სირცხვილი.

პ.პ.ს. არ თარგმნოთ რა. ძაან გთხოვთ." - წერს სალომე.


თეგები :