• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

„არ შეიძლება სულ პასკა აცხოს?“ - ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი დიდ სკანდალში გაეხვა. მან, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი, „მძინარა“ ჯო ბაიდენზე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა. აღნიშნულს მწვავე რეაქციები მოჰყვა, ოპოზიცია მას საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს. 

თავად სალომე ზურაბიშვილი კი, მომხდარს ტექნიკურ ხარვეზს უწოდებს და საკუთარი გვრდიდან მხოლდ ორი საათის შემდეგ შლის აღნიშნულ პოსტს. 

პროტესტის ნიშნად, დღეს, პარლამენტის დარბაზში შესულ პრეზიდენტს დეპუტატები ფეხზე არ წამოუდგნენ. ჟურნალისტების კითხავს პოსტთან დაკავშირებით კი,  საქართველოს პრეზიდენტი დუმილით პასუხობს.

რა მოხდა სინამდვილეში, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი თუ გამიზნული ქმედება? ამ და სხვა საკითხებზე „პრესა.ჯი“, ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა. 

presa.ge: სალომე ზურაბიშვილმა, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტი „მძინარა“ ჯო ბაიდენზე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა, ეს კი, ზურაბიშვილმა ტექნიკურ ხარვეზს დაუკავშირა და პოსტი წაშალა, თქვენი აზრით, ეს იყო გამიზნული ქმედება თუ როგორც თავად ამბობს ტექნიკური ხარვეზი?

გია ხუხაშვილი: არ აქვს აზრი იმას, თუ რატომ მოხდა ეს, ფაქტია რომ გააზიარა. საქმე ისაა, რომ ეს მისი მხრიდან არ არის არც პირველი შემთხევა და სავარაუდოდ, არც ბოლო, როდესაც რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს. 

ბევრად უფრო სკანდალური იყო დავით გარეჯში კლასიკური პროვოკაციის განხორციელება მისი მხრიდან. ეს მრავალწლიანი პრობლემა ერთი თავისი გამოსვლით ფაქტობრივად, ააფეთქა, რასაც სერიოზული პერიპეტიები მოჰყვა. 

ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები, არაკომპეტენტურობით არის გამოწვეული, ადამიანური სიბრიყვით თუ შეგნებული გადაწყვეტილებით, ვერ გეტყვით. ერთ-ერთი კი დანამდვილებითაა, თუმცა, დიდი ნიშვნელობა არ აქვს სიბრიყვით დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს თუ შეგნებული გადაწყვეტილებით, ჩვენთვის შედეგი ერთია. 

მაგალითად, ჯო ბაიდენს ხომ არ ავუხსნით რომ ბრიყვი პრეზიდენტი გვყავს და ეს ჩვენი ბრალი არ არის? 

- საერთაშორისო კუთხით, ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანა თუ არა, მისმა ამ ქმედებამ?

- სალომე ზურაბიშვილს ჩვენი ქვეყნისათვის ბევრად მნიშვნელოვანი ზიანიც მიუყენებია. ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკავონ ეს ქალბატონი, რადგან  როგორც ჩანს, მან სახიფათო ქმედებებისა და რიტორიკის ძალიან სერიოზული ინერცია აიღო. 

 არ შეიძლება სულ პასკა აცხოს? ხომ ვნახეთ რომ ეს გამოსდის, ხოდა აკეთოს ის, რაც იცის ნამდვილად. 

- სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის დადგომას ხომ არ უნდა ველოდოთ?

- შესაძლოა ვინმემ დააყენოს მისი იმპიჩმენტის საკითხი, მაგრამ ამ ფაქტის გამო, ეს არასერიოზული იქნება, ზოგადად კი, საერთოდ რატომ ავირჩიეთ და ხელისუფლებამ რატომ მიიჩნია თავის ფავორიტად ეს ადამიანი, დღემდე ამოუხსენელი ფენომენია. 

- ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირებაზე რას იტყოდით, რატომ „გაებუტა“ ივანიშვილი ქვეყნის პრეზიდენტს თქვენი აზრით?

- არ ვიცი ეს ფაქტი რამდენად სწორია, რაც არ ვიცი დანამდვილებით, იმაზე ვერ ვისუბრებთ.