• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას მწვანე ნარგავები ნადგურდება

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მწვანე ნარგავები ნადგურდება, - ამის შესახებ განცხადებას ოპოზიცია აკეთებს და მიმდინარე პროცესს აპროტესტებს.

„ენმ“-ის ინფორმაციით, სანაპიროზე ჯებირების გამაგრების პროცესი უკვე 2 წელია, ვადების დარღვევით მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რის გამოც რეკრეაციული ზონა ზიანდება.

ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პროცესის გაკონტროლებას მოითხოვს.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მაისის ბოლოს ყველა ხარვეზი გასწორდება. 


თეგები :