• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

"წვერი მოდა კი არა, კომპლექსების დაფარვის საშუალებაა... თალიბანის და მოჯაჰედების მოდაა საქართველოში!" - რომან გოცირიძემ ახალგაზრდა ქართველი მამაკაცები გააკრიტიკა

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს. წერილში გოცირიძე თანამედროვე ახალგაზრდა ქართველ მამაკაცებში გავრცელებული - წვერის მოდის წინააღმდეგ ილაშქრებს:

"ეს ავღანეთია, სანამ თალიბანიზაცია მოხდებოდა. ამ ფოტოზე ბიჭებს არა აქვთ ის, რაც დღეს თითქმის ყველა ბიჭს აქვს საქართველოში. 

თუ გამოიცნობთ, რას ვგულისხმობ. 

თალიბანის და მოჯახედების მოდაა საქართველოში!

ესეც მინიშნება," - წერს გოცირიძე და იქვე ურთავს, რომ "წვერი მოდა კი არა კომპლექსების დაფარვის საშუალებაა."

გოცირიძის სტატუსმა ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილი დაეთანხმა და აღნიშნეს, რომ წვერით ლამის ყველა ბიჭი ერთმანეთს ჰგავს და ხშირად, წვერით სიმელოტის კომპენსაციას ახდენენ. "ზოგიერთი ბიჭი ცდილობს თავისი სიბუნჩულე თალიბანური ბრუტალური იმიჯით გადაფაროს," "ჩვენს ბიჭებს რომ ვუყურებ, მოჯაჰედები მგონია. უხდებათ თუ არა, ყველას წვერი აქვს მოშვებული," - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. მომხმარებელთა მეორე ნაწილი კი აგრესიულადაც განეწყო რომან გოცირიძის მიმართ და პარლამენტს "დაკომპლექსებული" და "მდაბიო კაცი" უწოდეს.


თეგები :

×