• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

ელბაქიძეზე მძღოლს სატვირთო ავტომანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოჰყვა

თბილისში, ელბაქიძეზე მძღოლს სატვირთო ავტომანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოჰყვა. შუა ხნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი მანქანის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი დაგორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.


თეგები :