• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

 უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბედი გადაწყვეტილია: ზელენსკი 71 პროცენტი, პოროშენკო - 28

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბედი, ფაქტობრივად, გარკვეულია.

დღეს გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დიდი უპირატესობით მოიგებს ოპოზიციონერი კანდიდატი, ვლადიმერ ზელენსკი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობარია და თვლის რომ „საქართველოს მესამე პრეზიდენტს საერთაშორისო პოლიტიკაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია“.

ცოტა ხნის წინ დადებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურამდე, ისინი, ვინც ნამდვილად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხულთა 71.4% მზად არის ხმა მისცეს ვლადიმერ ზელენსკის, ხოლო 28,6% ხმას აძლევს უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 21 აპრილს გაიმართება.