• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

ბერას თბილისის საკონცერტო დარბაზი მიაქვს - პროკურატურა მიხეილ გიორგაძის დაკითხვას აპირებს

თბილისის საკონცერტო დარბაზი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის შვილის - ბერას მფლობელობაში გადავიდეს. ამის შესახებ უკვე ღიად მიანიშნებენ „ინთერნეიშენალ ივენთში“ - კომპანიაში, რომელიც დღემდე მართავს ფილარმონიას. 

პარალელრუად კი, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება კულტურის ექს-მინისტრის  ყოფილი კომპანიის ირგვლივ, რომლის ფარგლებშიც გამოძიება აპირებს დაკითხვაზე გამოიძახოს როგორც მიხეილ გიორგაძე, ისე ბატიაშვილის უწყების მაღალჩინოსანი კახა კანდელაკი და თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორები. 

„ინთერნეიშენალ ივენთსს“ თბილისის საკონცერტო დარბაზი 49 წლის გადეცა, თუმცა, კომპანიამ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა და დიდძალი დავალიანებაც დააგროვა ბიუჯეტის მიმართ.

მეტიც, პროკურატურაში ფიქრობენ რომ ადგილი აქვს როგორც გადასახადების დამავლას, ისე კორუფციასა და დოკუმენტების გაყალბებას, რასაც კატეგორიულად უარყოფს ფილარმონიის ერთერთი დირექტორი კერესელიძე. ხოლო კახა კანდელაკი აცხადებს რომ „არაფერ შუაშია“.

შეკვეთილიდან ფილარმონიამდე

გახსოვთ ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, შეკვეთილში, თავისი სახლის სიახლოვეს რომ Black Sea Arena ააშენა, დიდი ზარ-ზემით აჩუქა სახელმწიფოს. 

ამ საკონცერტო დარბაზის შენახვა, რომელსაც პროფესიონალების თქმით, საშინელი აკუსტიკა აქვს,  თითოეულ ჩვენგანს მილიონები უჯდება. 
მაგალითად:  Black Sea Arena-მ, 2017 წელი 6.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. 

თუმცა, ახლა ირკვევა რომ „უფლისწული ბერა“ ცდილობს ხელში ჩაიგდოს თბილისის საკონცერტო დარბაზი, იგივე ფილარმონია, რომელსაც „ინთერნეიშენალ ივენთსი“ ფლობს.

ფილარმონიაში არსებული კორუფცია, გაუმჭვირვალე ფინანსური პროცესები და მიხეილ გიორგაძის არალეგალური ჩართულობა კი, შესაძლოა, მალე საყოველთაო განხივლის საგანი გახდეს. 

როგორც ჩანს, ივანიშვილების ოჯახი პროკურატურის დახმარებით ჯერ მიხეილ გიორგაძის კლანის გაშავებასა და ექს-მინისტრის კორუფციაში დადანაშაულებას აპირებს და შემდეგ დაიწყებს მორიგი ქონების მიტაცების ოპერაციას - ამჯერად ბატონი ბერას ამბიციების დასაკმაყოფილებლად.