• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

„...სად ჯანდაბაში წავლენ“ - კიკაბიძე ძალადობაში მხილებულ გეგეშიძეზე

სახალხო არტისტი და ცნობილი მომღერალი, ბუბა კიკაბიძე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის (რომელმაც ევროპის ჩემპიონს სახეში ჯაჭვი ჩაარტყა), დაკითხვასა და სიმართლის დადგენას ითხოვს. 

კიკაბიძე ამბობს რომ „მთელი ქალაქი ამ თემაზე საუბრობს“ და თუ გეგეშიძე ჯერ არ დაუკითხავთ, „აწი სად ჯანდაბაში წავლენ?“

„ეგ უნდა დაიკითხოს აუცილებლად... მთელი ქალაქი მაგაზე ლაპარაკობს. 

თუ აქამდე არ მოხდა მისი დაკითხვა, აწი მოხდება, აბა სად ჯანდაბაში წავლენ“, - უთხრა პრესა.ჯის სახალხო არტისტმა, რომელიც საზოგადოების სრული უმრავლესობის მსგავსად, გეგეშიძის მიერ ჩადენილი ძალადობის გამო აღშფოთებას ვერ მალავს.  

მიუხედავად ამისა, შს მინისტრმა გახარიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა შერჩევითი სამართლის აშკარა და ცინიკური მაგალითი. 

კერძოდ: გეგა გეგეშიძე, რომელსაც წარსულშიც მრავლად აქვს ჩადენილი ძალადობის ფაქტები, ასობით მოწმის თვალწინ გაუსწორდა ევროპის ჩემპიონსა და ცნობილ მოჭიდავეს - სპორტის სასახლეში. 

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს სახეში ჯერ ჯაჭვი ჩაარტყა, შემდეგ კი, კიდევ რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მოჭიდავეები და მაყურებლებიც შეესწრნენ.  

თუმცა, რუსეთის მოქალაქე გახარიამ ფორმალური გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალადობის ამსახველი ვიდეო-კადრები ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  გაასაჯაროვა.