• თბილისი
  • 34°C
  • 19 აგვისტო, 2019
article

ქუთაისში კორპუსებში ბუნებრივი აირი წებოვანი ლენტით შეკეთებული პლასტმასის მილებით არის შეყვანილი

ქუთაისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე კორპუსებში ბუნებრივი აირი პლასტმასის მილებით არის შეყვანილი.

ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მილების დაზიანების ფაქტები ხშირია, მისი შეკეთება კი წებოვანი ლენტებით ხდება.

მოსახლეობის თქმით, მრიცხველები გარე ფასადზე 6 წლის წინ დაამონტაჟეს და მიუხედავად მოთხოვნისა გაზიფიცირება რკინის მილებით არ მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მათ კომპანიის წარმომადგენლებმა აუხსნეს რომ ეს იყო ექსპერიმენტი.

თეგები :