• თბილისი
  • 21°C
  • 13 ოქტომბერი, 2019
article

„ბაღის მასწავლებლების ხელფასების ზრდა ვერ ხერხდება“ - კალაძის დაპირება ტყუილი აღმოჩნდა

თბლისის მერიამ ბაღის მასწავლებლებიც მოატყუა. თბილისის საკრებულოს საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა აცხადებს რომ: „2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის გათვალისწინებით, ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება“. 

ეს მაშინ, როდესაც კალაძე ბაღის მასწავლებლებს ხელფასების გაზრდას შეპირდა.

„ჩვენ ვცდილობდით, რომ ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასები გაგვეზარდა, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგან ხარჯების ზღვარს ვერ გადავაჭარბებთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობის მძევლები ვართ“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ რომ თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა, რომელიც პირველ ვარიანტთან შედარებით 56 000 000 ლარით არის გაზრდილი. თუმცა, ბიუჯეტში ბაღის მასწავლებლების ხელფასების გასაზრდელი თანხა ვერ გამოინახა. 

ეს მაშინ, როდესაც კახი კალაძემ, საახალწლოდ კლიპი დაუკვეთა, რომელშიც 100 ათას ლარს ხარჯავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მერია ჩვენი ფულით  იღებს ძვირადღირებულ კლიპ, რათა ახალი წელი მოგვილოცოს.