• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

კალაძე თაკო ჩარკვიანის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაზე: რასაც დასთეს, იმას მოიმკი

თბილისის მერმა ძალადობა წაახალისა. კახი კალაძემ იმ მოძალადეებს გამოუცხადა მხარდაჭერა, რომლებიც თაკო ჩარკვიანის ოჯახს ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ.

მოძალადეებს შორის იყო თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი ვინმე მაჭავარიანიც.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა რომ სწორედ მაჭავარიანმა მოსთხოვა მას და მის ოჯახს საქართველოს დატოვება.

შეგახსენებთ რომ ქუთაისის აეროპორტში, მაჭავარიანი და მისი მეგობრები პოლიტიკური ნიშნით თავს დაესხნენ თაკო ჩარკვიანის ოჯახს და შვილის თვალწინ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მის მეუღლეს, ჯონი გიგანს.

თავდამსხმელები ქართული ოცნების აქტივისტები არიან. ისინი თაკო ჩარკვიანის ოჯახს იმიტომ გაუსწორდნენ რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს უჭერდნენ მხარს.

სწორედ ეს მოძალადეები „გააპრავა“ დღეს თბილისის მერმა. კალაძე ამბობს რომ „სხვათაშორის, რასაც დასთეს, იმას მოიმკი“.