• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა

ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ყოფილი მთავარი პროკურორის სისხლის სამართლებრივი დევნა და რომელი მუხლით.

ამასთან, როგორც ცნობილია, ოთარ ფარცხალაძე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.