• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

სტიქია იაპონიაში - დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

იაპონიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, დაკარგულად 60-ზე მეტი ადამიანი ითვლება.

ყველაზე მეტად ხიროსიმას პრეფექტურა დაზარალდა, სადაც დატბორილია საცხოვრებელი სახლების უმეტესობა.

მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი. დაზარალებულ რეგიონებიდან ევაკუაციის ბრძანება 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად სამხედრო ქვედანაყოფები და ავიაციაა მობილიზებული.