• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი პირდაპირ ეთერში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა (ვიდეო)

FRANCE 24-ის ჟურნალისტი ქეთევან გორჯესტანი ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ტელეკომპანია FRANCE 24 წერს და ვიდეომასალას აქვეყნებს.

საინფორმაციო საშუალების ცნობით, ქეთევანი მესამე ქალი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამ ფენომენს კარგად იცნობენ ქალები, ვინც სპორტს აშუქებენ.

FRANCE 24-ის სპორტულ ჟურნალისტს გულშემატკივარი უცნობი მამაკაცი პირდაპირი ჩართვისას მიუახლოვდა და ხელი გადახვია. მამაკაცი ჯიუტად იქცეოდა და ჟურნალისტის საუბრის პარალელურად ხმამაღლა საუბრობდა, როცა ქეთევანი კონკრეტული მატჩის ანალიზს აკეთებდა. ბოლოს გულშემატკივარმა ჟურნალისტს კისერზე აკოცა.

"სამწუხაროდ, ასეთ და ამაზე უარეს სიტუაციაში ქალი სპორტული ჟურნალისტები რეგულარულად ხვდებიან, განსაკუთრებით ფეხბურთის გაშუქების დროს. შეგიძლიათ იმღეროთ, იცეკვოთ და იზეიმოთ თქვენი გუნდის გამარჯვება, მაგრამ არ მაკოცოთ, არ შემეხოთ და არ შემიშალოთ ხელი ჩემი საქმის კეთებაში," - აღნიშნა ქეთევანმა სოციალურ ქსელში.

FRANCE 24-ის ინგლისური რედაქციის ხელმძღვანელმა გალაჰერ ფევნიკმა ქეთევან გორჯესტანის თავშეკავებულობაზე აღფრთოვანება გამოთქვა, თუმცა, ჟურნალისტს იქვე ურჩია, რომ სხვა დროს ტელევიზიის მიკროფონის გემო გააგებინოს თავხედს.

ამ ჩემპიონატზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბრაზილიელი ჟურნალისტი ჯული ჰიმარაესი და კოლუმბელი ჯულიანტა გონსალეს ტერანრაც გახდნენ, რომლებსაც მოძალადე გულშემატკივარი მამაკაცები პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს.

ქეთევან გორჯესტანი საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილია. ქეთევანი საფრანგეთში ცხოვრობს და პა­რიზ­ში, ფრან­გულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორე­ნო­ვან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს. ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის­თვის სი­უ­ჟე­ტებს ამ­ზა­დებს და სპორ­ტუ­ლი ნა­წი­ლის წამ­ყვა­ნია.