• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

15 მაისიდან საბურთალოს ხაზს 2 სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა მოემსახურება

15 მაისიდან საბურთალოს ხაზს ორი სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა მოემსახურება, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. 

კახა კალაძემ დღეს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი ვაგონები დაათვალიერა და მოდერნიზაციის პროცესს გაეცნო. 

ვაგონები სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლდა.

კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, განახლებული ვაგონით მეტროსადგურ დიდუბემდე იმგზავრა.