• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

შსს: "ბასიანსა" და "გალერიში" დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი 8 პირი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი",- წერია შსს-ს განცხადებაში

ცოტა ხნის წინ, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები შევიდნენ.  არსებული ინფორმაციით, კლუბებიდან სტუმრები გარეთ გამოიყვანეს.

პოლიციელებთან შეტაკებების დროს, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების რიცხვი იზრდება.