• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

"აზერბაიჯანიდან საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენებს ცოცხალი ძალაც მოჰყავს"

ორი ვერტმფრენი კიდევ მოდის აზერბაიჯანიდან, მაგრამ ეს არ არის სახანძრო ვერტმფრენი, მას მოჰყავს ასევე ცოცხალი ძალა დასახმარებლად 50 კაცის შემადგენლობით, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ღამე სახანძრო ოპერაციები რეკომენდებული არ არის არც ვერტმფრენებით, არც თვითმფრინავით.

"ავიაცია ამ ვითარებასა და ამ მოცემულობაში ძალიან სარისკოა, რომ გამოვიყენოთ", - განაცხადა შს მინისტრმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს ცეცხლის ჩაქრობაში თურქეთი და სომხეთიც ეხმარებიან.

საქართველოს დახმარება რუსეთმაც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.


თეგები :