• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

სვანეთის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოში 110 მეხანძრე-მაშველი, 2 ვერტმფრენი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის მეორე ნახევარში ადგილზე გაძლიერდა ქარი, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და რელიეფი. შესაბამისად, ადგილზე მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება. სვანეთში მიემგზავრება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა სხვადასხვა რეგიონებიდან 80 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ადგილზე იმუშავებს დამატებით 5 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 2 - 10 ტონიანი ტყალმზიდი.

სულ პროცესში ჩაერთვება 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

ხანძარი ტყის მასივში 5 ივლისს გაჩნდა.


თეგები :

ხანძარი