• თბილისი
  • 30°C
  • 05 აგვისტო, 2020
article

აჭარის პროკურატურასთან ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს

აჭარის პროკურატურასთან ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრების აქცია გრძელდება.

პროკურატურასთან კარვებია გაშლილი და 17 პირი შიმშილობს. ამათგან 4 პირს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ხვალ 15 საათამდე უკანასკნელ ვადას აძლევენ საქართველოს მთავრობას, ითხოვენ კონკრეტულ პასუხს, როდის დაიწყება ლავასოღლის თურქეთის საპატიმროდან ექსტრადირების საკითხი. თუ ხელისუფლება მათთან დიალოგს არ დაიწყებს, ისინი სარფის საბაჟოს პიკეტირებას მოახდენენ.

მინდია ლავასოღლის ადვოკატის თქმით, ქუთაისისა და თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რამდენიმე პატიმარმა სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.


თეგები :