• თბილისი
  • 31°C
  • 11 აგვისტო, 2020
article

სამეგრელოში მომხდარ საზარელ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ბიჭის სიცოცხლე შეეწირა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ბიიდან მომავალი მინივენის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი ადგილზე დაიღუპნენ.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.