• თბილისი
  • 25°C
  • 11 ივლისი, 2020
article

სტიქია მესტიაში - ადიდებულმა მდინარემ 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა

მესტიაში სტიქიის შედეგად 12 ოჯახი მძიმედ დაზარალდა. მესტიის მერიის ინფორმაციით, საუბარია ხაიშის თემის სოფელებზე- ვედსა და ხევრაზე, სადაც ადიდებულმა მდინარემ და ღელემ სოფლის გზა წაიღო და შედეგად რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

სოფელ ვედიში ერთი, სოფელ ხევრაში კი 11 ოჯახია დაზარალებული.

გზის აღდგენითი სამუშაოები აღნიშნულ ლოკაციებზე გამოდარებისთანავე დაიწყება.


თეგები :

სტიქია