• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

კახეთში ხანძარს 80 წლამდე ქალი ემსხვერპლა

მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს კახეთში -  ცეცხლს 80 წლამდე ასაკის ქალი ყვარლის მუნიციპალიტეტში ემსხვერპლა.

ადგილობრივების თქმით, მარტოხელა მოხუცი ღუმელის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, მას ცეცხლი მოედო. მეზობლებმა სახანძრო სამსახური გამოიძახეს, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. დამწვარია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთებიც.

ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ.


თეგები :