• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

"ღორებო, ეს არ არის სამართალი, კრიმინალები ხართ თქვენ" - დაკავებულების ახლობლები პოლიციას

სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცისთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"ღორებო, რას აკეთებთ, ეს არ არის სამართალი? კრიმინალები ხართ თქვენ" - ასეთი შეძახილებით აპროტესტებენ ბესიკ დგებუაძის დაკავებას მისი ახლობლები პოლიციის წინ.

პროტესტის დროს ცუდად გახდა დაკავებულის, დედა, მანანა მითაგვარია, რომელიც შეიძლება ითქვას რომ სიკვდილს ებრძოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. 

ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. 

მას 4 ტყვია ესროლეს (ორი ტყვია დღემდე სხეულში აქვს ჩარჩენილი).

პოლიციამ კი, არა თავდამსხმელი, არამედ, დაჭრილი დგებუაძე დააკავა ცრუ ჩვენების ბრალდებით, თითქოს ის თავდამსხმელებს მალავს და იმ ადამიანის სახელსა და გვარს არ ასახელებს, რომელმაც დაჭრა. 

თუმცა, დაკავებულის მამა აცხადებს რომ მისმა შვილმა არ იცის, ვინ ესროლა მას. 

ხოლო დაკავებულის დედის გადასარჩენა ექიმები იბრძვიან. 

აქციის ვიდეო-კადრები და ფოტო მასალა ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-მ გაავრცელა.