• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურის ტყეში ხანძარია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ტყეში ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.


თეგები :

ხანძარი