• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მონასტერთან მდებარე კელიას მოედო.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 მ² ფართობი.

ხანძრის გაჩენის დროს კელიებში ბერები არ იმყოფებოდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მარტვილის მამათა მონასტრის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ისინი ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.

ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.


თეგები :

ხანძარი