• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

"ამხანაგო ბიძინა, ასე როგორ გეზიზღებათ ხალხისთვის ხელის ჩამორთმევა... ხელთათმანი ჩაიცვით ხოლმე"

"ამხანაგო ბიძინა, ასე როგორ გეზიზღებათ ხალხისთვის ხელის ჩამორთმევა, ხელთათმანი ჩაიცვით ხოლმე", - წერს სოციალურ ქსელში ერთერთი მომხმარებელი. 

მაიკო ჯავახიშვილი ამ რეპლიკით ოლიგარქის გუშინდელ საქციელს ემხმაურება, როდესაც ხიბულაში ჩასულმა ივანიშვილმა (რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს გიჟს ეძახდა), ხალხს ხელი ჩამოართვა და შემდეგ, ხელი გაიწმინდა... 

ივანიშვილს სამეგრელო, ხიბულა და ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ და ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების წინ გაახსენდა. 

ზუგდიდის მერის არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსია, ქართული ოცნების კი, კორუფციასთან ასოცირებული ვიცე-მერი, გეგა შენგელია. 

"სანდრას შიშით უცებ გამსახურდიაც კი შეიყვარა ამ ობერაფერისტმა, ოღონდ ხალხის მიმართ ზიზღს მაინც ვერ მალავს", - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამ ვიდეოს გაზიარებისას.


თეგები :

ივანიშვილი