• თბილისი
  • 8°C
  • 20 აპრილი, 2019
article

სოფელ შაქშაქეთში ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ქარელის სოფელ შაქშაქეთში ორსართულიანი სახლის სახურავი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ქრობისას 50 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, დამწვარია 120 მ² ფართობი.

ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

თეგები :

×