• თბილისი
  • 30°C
  • 04 ივნისი, 2020
article

თუშეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

თუშეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. 

ფშაველი-ომალოს გზაზე ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწა-კლდის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თუშეთის მიმართულებით გზა გუშინ საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად მიწა-კლდის ჩამოშლის გამო  რამდენიმე ადგილზე ჩაიკეტა. გზაზე ჩარჩენილი ოთხი ავტომობილის  მგზავრები კი, რეინჯერთა სახლში დააბინავეს.

თეგები :