• თბილისი
  • 13°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

მესტიაში ადიდებული მდინარიდან მაშველებმა მამაკაცი გამოიყვანეს

მესტიაში, სოფელ ბეჩოში, ადიდებული მდინარიდან მამაკაცი გამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მამაკაცი ადიდებული მდინარიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რის გამოც მაშველების დახმარება დასჭირდა.

სამაშველო ოპერაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფმა ვერტმფრენით ჩაატარა.