• თბილისი
  • 27°C
  • 05 ივნისი, 2020
article

გურჯაანში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა. 

ცეცხლი ყაჭიურების ორსართულიან სახლს გაუჩნდა, სადაც ორი ბავშვი იმყოფებოდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, 2 წლის გოგონა ვერ გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები. 

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.