• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ბათუმში 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ბათუმში 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ცხედარი მაშველებმა იპოვნეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში საღამოს შევიდა, უკან გამოსვლა ვერ მოახერხა.

მათივე თქმით, ის სავარაუდოდ, ნასვამი იყო. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

თეგები :