• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

არსებული ინფორმაციით, ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე ორი მუშა დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა.  შემთხვევა დღეს დილას მოხდა.

წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


თეგები :