• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ქუთაისში მოსწავლეები საციგურაო მოედანზე ყინულის გარეშე ვარჯიშობენ

ქუთაისში მოსწავლეები საციგურაო მოედანზე ყინულის გარეშე ვარჯიშობენ. მოედნის აგრეგატი, 4 თვის წინ  დაზიანდა, რომელიც ამ დრომდე არ შეცვლილა, - ამის შესახებ ინფორმაციას imereti.news ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის გამო პრეტენზიას გამოთქვამენ მშობლებიც. ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ ყინულის არ ქონის გამო ბავშვი სპორტის ამ სახეობიდან გამოიყვანა.

(ა)აიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ აგრეგატის შეკეთება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ვინაიდან  საქართველოში არ მოიპოვება.

ამ ეტაპზე, ყინულის მოედანზე 400 მოსწავლე ირიცხება, გარდა ამისა საციგურაო მოედნით ჰოკეისტთა გუნდიც სარგებლობს.

თეგები :

ქუთაისი