• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

ყაზბეგში, მყინვარწვერზე ბელგიელი ალპინისტი დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყაზბეგში, მყინვარწვერზე ბელგიელი ალპინისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

მათივე ცნობით, ბელგიის მოქალაქეს დაშვების დროს, სავარაუდოდ თოკი გაუწყდა და ჩავარდა.

შემთხვევის დროს დაშავებული ალპინისტი, რომელიც ასევე ბელგიის მოქალაქეა, ამ დროისთვის მეტროსადგურის ტერიტორიაზე იმყოფება. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, გარდაცვლილის გადმოსვენება უამინდობის გამო ვერ ხერხდება. ვერტმფრენი ცუდი ხილვადობის გამო კონკრეტულ ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებს.


თეგები :