• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

ბათუმში, დასახლებულ ტერიტორიებზე ქვეწარმავლები გამოჩნდნენ

ბათუმში, დასახლებულ ტერიტორიებზე ქვეწარმავლები გამოჩნდნენ, – ამის შესახებ განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ წლებში, ზაფხულის სეზონზე მსგავსი ფაქტების გახშირების გამო, ბათუმის მერიამ 2018 წლიდან ახალი ღონისძიება აამოქმედა, რომლის ფარგლებში, მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ხორციელდება შენობა-ნაგებობების, სარდაფების, სხვენების, საწყობების, სამეურნეო თუ დამხმარე დაწესებულებებისა და მათ ირგვლივ არსებული ტერიტორიების ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება.

„პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვეწარმავლების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაშვება. ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე – (0422) 27 26 06“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები :