• თბილისი
  • °C
  • 03 მარტი, 2021
article

ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატზე - მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია და არაფერს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის

ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

ფრაქციის „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ლიეტუველი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებები სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის მიუღებელია, მან ჟიგიმანტას პავილიონისსა და „დესტრუქციული ოპოზიციის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ მსგავსი განცხადებების კეთება.

„რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აღმაშფოთებელია „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ამავდროულად, განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის და მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის, ასე ვთქვათ, მეგობრებს, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის. ამ ადამიანს და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი არის არჩეული ჩვენი მოსახლეობის მიერ, ჩვენმა მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა და გამოგვიცხადა ნდობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. არავის აქვს, შესაბამისად, უფლება, რომ მოგვიწოდონ რაღაც გაუგებარი უსამართლო განცხადებებით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა


თეგები :