• თბილისი
  • °C
  • 03 მარტი, 2021
article

გამოუცხადებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს?

იმ შემთხვევაში, თუ მოპალარაკების მეხუთე რაუნდზე ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, შესაძლოა, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს.

 

ჯერ-ჯერობით უცნობია, პარტია "ქართული ოცნება" ახალი თავმჯდომარის პირობებში წავა თუ არა კონსესუსზე და ჩანიშნავს თუ არა რიგგარეშე არჩევნებს. ოპოზიციის განმარტებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში აზრი არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ექნება:
"ხელისუფლებას მოუწევს დათმოს და შეასრულოს ის მოთხოვნები, რასაც პრინციპულად აყენებს ოპოზიცია 31 ოქტომბრის მოპარული არჩევნების შემდეგ და ეს, რა თქმა უნდა, უკვე მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. სხვაგვარად ამ ვითარებაში, სადაც თამარ ჟვანიამ და მისმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამ არჩევნების მოპარვაც არ მოხდება" - განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.


თეგები :