• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

აშშ-ის საელჩო: პრეზიდენტთან შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შემდგარ შეხვედრას განცხადებით ეხმაურება. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მაიკ პომპეომ შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა. 

"სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა," - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 


თეგები :