• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

"ვისურვებდი, საქართველოში დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც გზას უხსნის, დათესოს დაპირისპირება ქვეყანაში"

ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის, დათესოს დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში, - ამბობს აშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეოინტერვიუში, რომელიც საელჩომ გამოაქვეყნა.

ელჩი ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორი არჩევნების ხილვა სურს საქართველოში.

„მსურს, ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის, დათესოს დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მე მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“, – აცხადებს კელი დეგნანი.


თეგები :