• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

როგორ მანიპულირებს ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სტატისტიკით, სხვა ქვეყნებთან შედარებით - ციფრები, ფაქტები

არსებული სიტუაციის დამალვის ან ჯანდაცვის სისტემის არაეფექტური მუშაობის გამო, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესახებ რეალობასთან მიახლოვებული სურათიც არ გვაქვს.

რატომ არ ჩქარობს ხელისუფლება ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მაქსიმალურ გამოვლენას? 

რატომ არის კორონავირუსზე ტესტირებულ ადამიანთა რაოდენობა ასეთი მცირე, სხვა ქვეყნებთან შედარებით? 

ნახეთ ციფრები, საიდანაც ცხადად ჩანს, რომ ყოველ მილიონ ადამიანში საქართველოში მხოლოდ 692 ტესტირებულია, რაც ბევრად ნაკლებია, მეზობელ თურქეთთან, აზერბაიჯანთან თუ სომხეთთან შედარებით...

კერძოდ, www.worldometers.info-ზე ლაივ რეჟიმში ჩანს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ამა თუ იმ ქვეყანაში. 

ამავე დროს, აქვე შესაძლებელია გაიგოთ, ამა თუ იმ ქვეყანაში ყოველ მილიონ ადამიანში რამდენს ჩაუტარდა ტესტირება. 

მაგალითები ამ მომენტისთვის:

თურქეთში, მთლიანად ტესტირება ჩაუტარდა 161,000-ს, ეს კი ყოველ მილიონში 1,900-ზე მეტ ტესტირებულ ადამიანს ნიშნავს. 

შედეგად: გამოვლენილია 23,000-ზე მეტი ინფიცირებული. გარდაცვლილია 501. 

ლატვია, ტესტირება ჩაუტარდა 20,680 ადამიანს, რაც ერთ მილიონზე 10,964 ტესტირებულის ტოლია. 

გამოვლენილია 533 ინფიცირებული. გარდაცვლილია 1 ადამიანი.

ბელარუსში ტესტირებულ ადამიანთა რაოდენობა 32,000-ია, მილიონზე 3 ათასზე მეტი. გამოვლენილია 440 ინფიცირებული. გარდაცვლილია 5 ადამიანი.

სომხეთში უკვე ტესტირებულია 4,666, რაც მილიონში 1500 ტესტირებულს ნიშნავს. გამოვლენილია 800-ზე მეტი ინფიცირებული. გარდაიცვალა 7 ადამიანი.

ბულგარეთში ტესტირება ჩაუტარდა 15,899 ადამიანს ანუ ყოველ მილიონში 2,288-ს. გამოვლენილია 522 ინფიცირებული. გარდაიცვალა 18.

აზერბაიჯანში ტესტირება ჩაუტარდა 35,000 ადამიანს, ე.ი. ყოველ მილიონში 3,452-ს. გამოვლენილია 521 ინფიცირებული. გარდაიცვალა 5 ადამიანი.

რუმინეთში ტესტირება ჩაუტარდა 38,000-ზე მეტს, რაც ყოველ მილიონში 2,000 ტესტირებულს უდრის. 

გამოვლენილია 3,864 ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 148.

პოლონეთში ტესტირება ჩაუტარდა 72,000-ს, რაც ყოველ მილიონში 1,926 ტესტირებულს ნიშნავს. 

გამოვლენილია 3,800-ზე მეტი ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 84.

საბერძნეთში უკვე ტესტირებულია 22,000-ზე მეტი, რაც ყოველ მილიონში 2,100 ტესტირებულზე მეტია. 

გამოვლენილია 1,673 ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 68 ადამიანი.

სლოვაკეთში ტესტირებულია 15,000-ზე მეტი, ეს კი ყოველ მილიონში 2,700-ზე მეტი ტესტირებულია.

გამოვლენილია 485 ინფიცირებული, საიდანაც გარდაიცვალა 1.

ესტონეთმა 21 ათას ადამიანს ჩაუტარა ტესტირება, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველ მილიონ ესტონელს შორის ტესტირებულია 15,834 ადამიანი. 

გამოვლენილია 1,097 ინფიცირებული, საიდანაც გარდაცვლილია 15 ადამიანი.

საქართველოში ტესტირებულია მხოლოდ 2,700-ზე ცოტა მეტი, ეს კი ყოველ მილიონ ადამიანში მხოლოდ 692 ტესტირებულს ნიშნავს. 

გამოვლენილია 170 ინფიცირებული. გარდაცვლილია 2.

ამ სტატისტიკით, სრულიად იცვლება წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს საქართველო, ახალ კორონავირუსს, სხვა ქვეყნებთან შედარებით წარმატებით უმკლავდება. 

აღმოჩნდა, რომ საქართველოში ინფიცირებული ადამიანების მასობრივად გამოვლენის მიზნით, ტესტირებას არ ან ვერ ატარებენ. შესაძლოა სტატისტიკის შელამაზების მოტივით.

სწორედ ამით აიხსნება ის გარემოებაც რომ ამ წუთებში კარანტინშია 5,000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 330.

 


თეგები :

ვირუსი