• თბილისი
  • 16°C
  • 03 აპრილი, 2020
article

"გიგი უგულავას შეწყალების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია პრეზიდენტზე"

გიგი უგულავას საკითხი დაკავშირებულია მხოლოდ შეწყალებასთან, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ  თუ ვინმეს შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია.

„უგულავას შეწყალების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია პრეზიდენტზე. მას ვერც მითითებას, ვერც რეკომენდაციას ვერ მივცემთ, რომელიც უმაღლესი დამოუკიდებელი ორგანოა. იმედი მაქვს, ყველა მხარე პასუხისმგებლობად სათანადოდ მოეკიდება, რომელიც ელჩების თანდასწრებით გავაფორმეთ“, – თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას, კაბახიძის თქმით, ეს მის ხელშია.

„პროკურატურა მისგან აღიარებას ითხოვს. თუ აღიარება იქნება, ამ შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ იქნება გათავისუფლების თვალსაზრისით. თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა გავყვეთ და გადაწყვეტილება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული. შეთანხმებაში ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული რაღაც წერია – უნდა გამოირიცხოს რაიმე სახის პოლიტიკური გავლენა ნებისმიერ დამოუკიდებელ ორგანოზე. თუ ვინმე პროკურატურას ეტყვის, რომ არაღიარებაზე თვალი დახუჭოს, ამ შემთხვევაში, ეს იქნება პროკურატურის პოლიტიკური საქმიანობაში ჩარევა, რასაც ის შეთანხმება გამორიცხავს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები :