• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.  

ლევან იზორია 2012-2015წწ. იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2015-2016წწ.  გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2016-2019წწ. დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე; ხოლო 2019-2020წწ. იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს. ლევან იზორიას მინიჭებული აქვს  სამართლის მაგისტრის წოდება, ასევე სამართლის დოქტორის ხარისხი.​


თეგები :