• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

"ვამაყობ ვანო მერაბიშვილის გაუტეხელობითა და სიმტკიცით... ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.

მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.

მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“, - წერს სააკაშვილი.


თეგები :