• თბილისი
  • 30°C
  • 05 აგვისტო, 2020
article

"ვეცდებით, ვიპოვოთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების შესაძლებლობა"

ვეცდებით ვიპოვოთ შესაძლებლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლებისა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიგი უგულავას დაკავებით შექმნილი გარემოებები არ უწყობს ხელს დიალოგის გაგრძელებას, რომელიც გამიზნულია არსებული პოლარიზაციის განსამუხტად.

"არ არის მარტივად საქმე. ჩვენ როგორც ფასილიტატორები, მაქსიმალურად გავაგრძელებთ მცდელობას, მუდმივად გვაქვს მხარეებთან შეხვედრები. ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ დიალოგის განახლება. დიალოგის მცდელობას ვახორციელებ კოლეგებთან ერთად – ეს არის აშშ, ევროპის საბჭო და გერმანია", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.


თეგები :