• თბილისი
  • 27°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"ეს შემაშფოთებელია... სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის"

კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დღეს დააპატიმრეს და ძველი დანაშაულისთვის, რომელიც მას უკვე მოხდილი აქვს, 38 თვე მიუსაჯეს. შეფასება, რომ ეს შემაშფოთებელია, მსუბუქი ნათქვამი იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.


თეგები :