• თბილისი
  • 30°C
  • 04 ივნისი, 2020
article

ქართულმა ოცნებამ 2020 წლის არჩევნების გაყალბება დაიწყო - გამოყოფილია 400 მილიონი და დამტკიცებული კონკრეტული სქემა

პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად მოიპოვა იმ სქემის დეტალები, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასა და ამომრჩეველთა ხმების იგნორირებას აპირებს. 

კერძოდ: ივანიშვილის დავალებით, ქართული ოცნება მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოვებით 80 ათასი კოორდინატორის აყვანას გეგმავს. 

სქემის მიხედვით, მმართველი პარტიის ერთ კოორდინატორს, რეჟიმი, თებერვლიდან არჩევნების ჩათვლით საშუალოდ 2,400 ლარს გადაუხდის. ნაწილს შავი სალაროდან. ეს კი, ჯამში, 192 მილიონი ლარია. 

საქართველოს მასშტაბით, არჩევნების წინ, 76 საარჩევნო ოლქში, საშუალოდ 3,700 საარჩევნო უბანი იქმნება. 

შესაბამისად, გამოდის რომ ივანიშვილის რეჟიმი, ერთ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე 20-ზე მეტი პარტიული კოორდინატორის დაქირავებას ცდილობს, რომელსაც სასურველი და არასასურველი პირების, ოჯახების აღწერა და ინფორმაციის მოძიება ევალება. 

სქემის მიხედვით, პარტიულ კოორდინატორს ზურგი უნდა გაუმაგროს იმ კონკრეტულ უბანში შექმნილმა ზონდერ-ჯგუფმა. 

ზონდერები... 

კოორდინატორების მოძიების პარალელურად, ქართულმა ოცნებამ განსაკუთრებით რეგიონებში უკვე დაიწყო ზონდერ-ჯგუფების ფორმირება. 

ზონდერების ფორმირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ჭიდაობის ფედერაცია. 

მოჭიდავეები, ფედერაციის პირველი პირების ჩათვლით აქტიურად ხვდებიან რეგიონებში ახალგაზრდებს, ჰპირდებიან ანაზღაურებას, ხელშეუხებლობასა და ლოიალობას - მათი უკანონო და ხშირად ძალადობრივი დავალებების შესრულების სანაცვლოდ. 

ზონდერ-ჯგუფების პირველი დიდი შეკრება უახლოეს მომავალში სამტრედიაში იგეგმება, რომელსაც ჭიდაობის ფედერაციის წევრები უხელმძღვანელებენ. 

გარდა ამისა, ზონდერ-ჯგუფების ორგანოზებაში ჩართულია პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, მუხრან ვახტანგაძეც. 

მას, რეჟიმმა, ზონდერ ჯგუფების ფორმირება აჭარის მასშტაბით დაავალა. 

შედარებით არეულია სიტიაცია დედაქალაქში. 

კერძოდ: თბილისში, ზონდერ-ჯგუფები ძირითადად კახი კალაძის კლანთან ასოცირდება. 

თუმცა, ეჭვიანი ოლიგარქი კალაძეც ბოლომდე არ ენდობა. 

მისი აზრით, სწორედ კალაძის დამსახურებაა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევების პირველ ტურში თბილისში განცდილი აშკარა მარცხი. 

ამიტომ, ივანიშვილის დავალების მიხედვით, თბილისში, ზონდერ-ჯგუფების  შექმნის პროცესი კალაძემ ჭიდაობის ფედერაციის კონკრეტულ ჯგუფს უნდა შეუთანხმოს, რომელშიც ფედერაციის პრეზიდენტი, ძალადობრივ პროცესებში აქტიურად მონაწილე, გეგა გეგეშიძე შედის.

ზონდერების ამოცანა

ზონდერებს ფუნქცია პირველ რიგში ქართული ოცნების კოორდინატორების დაცვა და მათთან ერთად მოქმედებაა. 

მაგალითად: კოორდინატორები ზონდერებს ინფორმაციას მიაწვდიან ქართულო ოცნების მოწინააღმდეგე ამომრჩეველზე, რომელიც შემდეგ როგორმე უნდა "დამუშავდეს". 

გარდა ამისა, ზონდერებმა უნდა  იმუშაონ უბნებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომლებიც ან უნდა დააშინონ ან უნდა "მიიბან". 

სქემის მიხედვით, ერთ კონკრეტულ უბანზე ორი ან სამი ზონდერი უნდა იყოს, რომელთა ანაზღაურება მათ ინტერესებზეა დამოკიდებული. 

სხვადასხვა გათვლებით, ქართულ ოცნებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საშუალოდ 400-500 მლნ დაუჯდება (რომლითაც 1,100,100 ხმის მობილიზებას ეცდება). ამაში ცხადია, ამომრჩეველთა ნაწილის მოსყიდვაც შედის. 

ეს ფული კი გროვდება არა ივანიშვილის ჯიბიდან, არამედ იმ კორუფციული სქემებიდან, რომელიც რეჟიმმა შექმნა და რომელიც ასე აღარიბებს ხალხს.

პოლიცია და ჯარი

ივანიშვილის რეჟიმი ფიქრობს რომ პოლიცია და ჯარი ხალხის მხარეს დგას და ქართულ ოცნებას მხარს არ უჭერს. 

ამიტომ, გაცემულია ბრძანება რომ რეჟიმი პოლიციას და ჯარს ბოლომდე არ ენდოს. 

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს რომ რეჟიმს პოლიციასა და ჯარში დასაყრდენი არ ჰყავს. ჰყავს, კრიმინალური პოლიციის ნაწილის ჩათვლით.

თუმცა, პოლიციელთა და სამხედეო პირთა დიდი ნაწილი მაინც არ ნეიტრალურია ან ხალხის მხარეს დგას, რაც ივანიშვილისთვის დოდი თავის ტკივილი და ფაქტობრივად, ხელისუფლების დაკარგვის ერთგვარი გარანტიაცაა. 

P.S: მიუხედავად ასეთი სქემისა, ზონდერებისა, ფულისა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია ივანიშვილმა ხელისუფლება მიიტაცოს. 

ივანიშვილის რეჟიმმა უნდა იცოდეს რომ თუ არჩევნებს მოიპარავს, ხალხს სრული უფლება აქვს დაიბრუნოს წართმეული და მიტაცებული ხელისუფლება. 

 


თეგები :