• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

გახარია გადადგება - ვინ იქნება მომავალი პრემიერი?

ცნობილი ხდება „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე კულუარული ამბები, რომლის მიხედვითაც მალე სისხლიან ჯალათად წოდებული გახარია პრემიერის პოსტს საკუთარი ნებით დატოვებს. 

მმართველ პარტიაში მას ისედაც ბევრი მტერი ჰყავს, თუმცა, ივანიშვილის გაბრაზება გახარიას დამოუკიდებლად მოქმედების ფარულმა სურვილმა გამოიწვია. 

საქმე ისაა, რომ სისხლიან ჯალათად წოდებულმა და სრულად კომპრომეტირებულმა გახარიამ საკუთარი გუნდის გაძლიერება  და დამოუკიდებლად თამაში დაიწყო, რამაც მონების მოყვარული ოლიგარქი შეაშინა. 

გახარიას პრობლემა აქვს ამომრჩეველთან დაკავშირებითაც.

კერძოდ: წინასაარჩევნოდ, მას ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაცია გაუჭირდება, რადგან ბევრი შეახსენებს ვინც არის სინამდვილეში: "თვალთხარია".

გარდა ამისა, გახარიას „მოსკოვის კაცად“ მიიჩნევს დასავლეთი და აშშ. 

ეს კი, „ჩემოდანზე“ მჯდარი ოლიგარქისათვის, რომელსაც არავინ იცის სად მოუწევს გაქცევა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სერიოზულო რისკია. 

შესაბამისად, ოლიგარქმა, "ქართული ოცნებიდან" გამოსული ხმების მიხედვით, უკვე დაიწყო მომავალ პრემიერზე ფიქრი, ის, დიდი ალბათობით, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იქნება.

საუბრობენ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც. ერთიც და მეორეც გამორჩეული მონური სინდრომითაა ცნობილი ივანიშვილის მიმართ.

არ გამოირიცხება ისიც რომ პრემიერად კვლავ ბიძინა ივანიშვილი მოგვევლინოს.

P.S: ზოგადად, ასეთია ოლიგარქის სტილი: ჯერ ბავშვებისთვის თვალები დაათხრევინა, შემდეგ ბოლომდე გამოიყენა, პრემიერად გადაიყვანა, ლიმონივით გამოწურა და ახლა გამოუსადეგარი ნივთივით იშორებს.


თეგები :