• თბილისი
  • 6°C
  • 22 იანვარი, 2020
article

ღარიბაშვილმა წინასაახალწლოდ ჯარი გადააგდო - რატომ დაუპირისპირდა გენერალი ჩაჩიბაია მინისტრს?

თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილის წინასაახალწლო გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. 

დეკემბრის ბოლოს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, საშუალოდ, 500 ლარიანი დანამატის ნაცვლად, 190 ლარი ჩაერიცხათ, რამაც მნიშვნელოვანი უკმაყოფილება გამოიწვია. ოფიცრების თქმით, მინისტრმა ჯარი მოატყუა. ჯარის მხარე დაიჭირა გენერალმა ჩაჩიბაიამაც.

საქმე ისაა რომ შეირაღებული ძალების წარმომადგენლები, რომელზეც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დგას, ყოველ ახალ წელს 500 ლარამდე დანამატს იღებდნენ, რაც მათი დიდი ნაწილისათვის ერთგვარი შვებაც იყო - ამ სიღარიბით სავსე ქვეყანაში. 

თუმცა, წელს ასე არ მოხდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა რომ ჯარისთვის წინასაახალწლო დანამატი მნიშვნელოვნად შეემცირებინა. შედეგად, შეიარაღებულ ძალებს, ნაცვლად 500 ლარისა, მხოლოდ 190 ლარი ჩაერიცხათ. 

ეს მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა თუ სხვა მაღალჩინოსნებმა, წინასაახალწლოდ, თავად დაირიგეს დანამატები და საკუთარ თავს სოლიდური საჩუქარი გაუკეთეს - სამხედროების გადაგდების ფონზე.

ერთადერთი, ვინც თავდაცვის სამინისტროს პირველი პირებიდან, ასე თუ ისე, უკმაყოფილების გამოხატვა გაბედა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი, ვლადიმერ ჩაჩიბაია იყო.

მაგალითად: გენერალ-ლეიტენანტ ჩაჩიბაიას სამხედროების დამშვიდება და იმის ახსნა მოუწია რომ „მინისტრი ჯარს კარგად არ იცნობს, თუმცა, სიტუაციაში გაერკვევა და მომავალში ყველაფერი მოგვარდება“.

ჩაჩიბაიას მსგავსმა არაოფიციალურმა საუბრებმა კი, კიდევ უფრო მეტად გააღრმავა ვარაუდი მასსა და ღარიბაშვილს შორის არსებული უთანხმოების შესახებ. 

კერძოდ: არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, მინისტრმა ღარიბაშვილმა ჩაჩიბაიას გათავისუფლება სცადა, თუმცა, პირველ ეტაპზე, არ გამოუვიდა. 

პარტიუილი ფუნქციონერი ღარიბაშვილი თვლის რომ „ხელისუფლებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ჩაჩიბაია არ გამოადგება იმიტომ რომ ჯართან პოლიტიკურად ვერ მუშაობს“. 

სწორედ ამ მიზეზით სცადა მან მისი მოშორება, მაგრამ ჩაჩიბაია მაშინ სისხლიან ჯალათად წოდებულმა გახარიამ გადაარჩინა.

წინასაახალწლოდ კი, როგორც ჩანს, ჩაჩიბაიამ მინისტრს სამაგიერო გადაუხადა და ჯარის გადაგდების გამო, შეიარაღებული ძალების ოფიცრებთან საუბრის დროს, არაოფიციალურად გააკრიტიკა.