• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი, რა შუაშია პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტის პოლიტიკასთან დაკავშირება მიუღებელია.

მინისტრის თქმით, დაისჯება ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

„ცოტნე გამსახურდია დაიჭირა მიხეილ სააკაშვილმა 2008, თუ 2009 წელს უსამართლოდ და წლები იჯდა ციხეში. ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი, ვინც, ასე ვთქვათ, ჩაიდინა აღნიშნული კრიმინალი, დანაშაული. ყველა იქნება დასჯილი, მაგრამ ცოტნე გამსახურდია თქვენმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა უსამართლოდ ჩასვა ციხეში. ამაზე ისაუბრეთ თქვენ. მე თანავუგრძნობ მის ოჯახს, ძალიან კარგად ვიცნობ ცოტნეს. ყველა კრიმინალი უნდა იყოს დასჯილი, რა შუაშია პოლიტიკა, თქვენ ყველაფრის პოლიტიზირებას ნუ ახდენთ, პოლიტიკური ნიშნით დევნა არის თქვენი ხელწერა, თქვენი პარტიის“ ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი მედიის კითხვაზე საპასუხოდ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.


თეგები :