• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

„გენერალურ პროკურორს შეარჩევს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მისი სურვილების შემსრულებელი იქნება“

მმართველი გუნდის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში მთავარი გამოწვევაა, თუ რამდენად შეძლებს ქვეყნის პროკურორი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყოს.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთო კახიძე სკეპტიკურად არის განწყობილი მომავალი პროკურორის მიმართ და აცხადებს, რომ შერჩევის პროცესში ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება

„სინამდვილეში, გენერალურ პროკურორს შეარჩევს ბიძინა ივანიშვილი და მივიღებთ ისეთ პროკურორს, რომელიც იქნება ივანიშვილის სურვილების შემსრულებელი“, - განაცხადა ოთო კახიძემ.

ახალი მთავარი პროკურორის შერჩევა იწყება.  საპროკურორო საბჭო კონსულტაციებს ერთ თვის განმავლობაში აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს.

მინიმუმ სამი კანდიდატურა შერჩევის შემდეგ, პარლამენტს გადაეგზავნება. გენერალური პროკურორი კი 6 წლის ვადით ინიშნება.

თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უვადო მოსამართლედ აირჩიეს.


თეგები :